თვითმმართველობალაგოდეხი

ლაგოდეხის “ჰერეთის” მოედანზე სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “მოყვარულთა თასი” გაიმართა

0

საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი “მოყვარულთა თასი” 2021 დაიწყო.

ინფორმაციას ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს, მათივე თქმით, ჩემპიონატი სამ ეტაპად: მუნიციპალურ, რეგიონულ და ფინალური ეტაპებად იმართება.

“მოყვარულთა თასი” არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი დიდ ფეხბურთში (11×11), რომელიც საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.

✅ ჩემპიონატი იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.
“მოყვარულთა თასი” იმართება სამ ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.

ამ ეტაპზე მუნიციპალური თამაში გაიმართა ლაგოდეხის “ჰერეთის” მოედანზე. ერთმანეთს “ვეტერანები” და “იმედის” გუნდები შეხვდნენ, თამაში “ვეტერანების” სასარგებლოდ 2:1 დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close