თვითმმართველობალაგოდეხი

ლაგოდეხში პროექტი “დალაშქრე” დასრულდა

0

პროექტის “დალაშქრე”  განმავლობაში, ახალგაზრდებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლები მოინახულეს.

ინფორმაცია კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა გაავრცელა, მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო

”  100-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა პროექტში და  დალაშქრა მაჭის ციხე, ქოჩალოს მონასტერი, ანანაურის ყორღანები, ხოშატიანის ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ფონისა და სოფ. მსხალგორია წმ.გიორგის ეკლესიები. ასევე მოინახულეს ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი და მოისმინეს მუზეუმის განყოფილების ხელმძღვანელის, არქეოლოგ, დავით ყვავაძის ლექციები ისტორიული ძეგლების შესახებ.
მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მომუშავე სპეციალისტებმა კი ახალგაზრდებს სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობი აქტივობები შესთავაზეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close