მთავარი ამბები

ქალი მსჯავრდებულების მიერ სათბურში გაზრდილი ყვავილების რეალიზაცია დაიწყო

0

N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სათბურში გაზრდილი ყვავილების რეალიზაცია დაიწყო. თბილისის მერიის მხარდაჭერით მოწყობილ „თბილისურ ბაზრობაზე“ ყოველ შაბათ-კვირას ალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, ასტრა და პეტუნია გაიყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს ხელფასის სახით პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

„თბილისურ ბაზრობაზე“ დასაქმდა პირობითი მსჯავრდებული ქალიც, რომელსაც, პროექტის ფარგლებში, ახალი შემოსავალი გაუჩნდა.

მსჯავრდებულებს პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს. „თბილისური ბაზრობის“ გარდა, ყვავილების რეალიზაცია ერთ-ერთ მსხვილ ჰიპერმარკეტსა და მაღაზიათა ქსელში „მადაგონი“ ხდება.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close