გურჯაანითვითმმართველობა

ქალაქ გურჯაანში გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ადგილობრივი მერიის ცნობით, ამჯერად ქალაქ გურჯაანში, ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

” პროექტის მიხედვით მოასფალტდება 294 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.

📌სამუშაოებს, რომლის ღირებულება 181 871 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კავკასავტომაგისტრა” ასრულებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close