თვითმმართველობაყვარელი

სოფელ ახალსოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, შიდა საუბნო გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები,
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულეს.
როგორც ირაკლი შიოშვილმა აღნიშნა, ახალსოფელში გზები ასფალტის საფარით აქამდე არ მოწესრიგებულა.

„აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან ფინანსდება და  საერთო ღირებულება 1 558 310 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ახალსოფელში საუბნო გზები ასფალტის საფარით აქამდე არასდროს მოწესრიგებულა“ – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

„ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ახალსოფელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. ამჟამად, ახალსოფელში პირველ, მეორე და მესამე უბნებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, აქ მცხოვრები ასეულობით მოსახლე  მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“ – აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close