თელავითვითმმართველობა

გიგოს გორაზე გამწვანების აქცია მოეწყო

0

თელავში, გიგოს გორაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათივე ცნობით, აქცია
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „გრინ ფორ გეორგიას” ორგანიზებით გაიმართა.

„გრინ ფორ გეორგია” წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ საქველმოქდემო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის მიზანია ადგილობრივი და ენდემური ჯიშების, მცენარეების პოპულარიზაცია, ხეების დარგვა, ტყეების გაშენება, მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, ბუნების გაფრთხილება, ეკოლოგიის პოპულარიზაცია და ამ მიზნებისთვის სოციალური, საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობის განხორციელება.

🌱თქვენი შემოწირულობით, კერძო და სახელმწიფო სანერგეებიდან ვყიდულობთ უნიკალური ჯიშის ხეებს და ვჩუქნით ქალაქებს. თქვენთან ერთად ვაკვირდებით ხეების მოვლისა და შენახვის პროცესს. ყველა ხეს უნიკალური კოდი აქვს, შეყვანილია დარგვის ადგილის კოორდინატები, ამიტომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ და ნახოთ თქვენს სახელზე დარგული ხე. თქვენივე სურვილით გადაწყდება, ჩვენ გვანდობთ თუ თავად დარგვათ ხეს.

შემოგვიერთდით, ერთად გავაშენოთ ტყე ქალაქებში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close