მთავარი ამბები

ამ ეტაპზე საქართველოში 689 მძიმე პაციენტია

0

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 304, აჭარაში – 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 8, იმერეთში – 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 0. სულ 6 ოქტომბრიდან – 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 838 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 722, პირი, აჭარაში – 1 987, იმერეთში – 1 098.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 351 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 023, გარდაიცვალა 4 996 პაციენტი.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close