გურჯაანითვითმმართველობა

სოფელ ვაზისუბანში სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყება

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს, მათივე თქმით, მოასფალტდება 850 მეტრამდე სიგრძის გზა.

” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 306 923 ლარია.

🎯პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 850 მეტრამდე სიგრძის გზა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.

📌მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 24 ივნისს დასრულდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close