განათლება

რა რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

0

ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება და ამასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია, თუმცა გაურკვეველია ის რეგულაციები, რომელთა დაცვაც აპლიკანტებს მოუწევთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, რეგულაციები იგივეა, რაც იყო შარშან, თუმცა „ვთანამშრომლობთ განათლების, ასევე სამინისტროსა და დაავადებათა ეროვნული ცენტრთან და მალე ამ საკითხის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება“.

სოფიო გორგოძემ ასევე დასძინა, რომ აპლიკანტებს საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევისთვის საკმაო დრო აქვთ და როდესაც გამოცდების შედეგები გახდება ცნობილი, უკვე შეეძლებათ სასურველ პროგრამაზე დარეგისტირირება; მანამდე კი აბიტურიენტებს ურჩია: „აირჩიონ ბევრი პროგრამა“, რათა მეტად იყვნენ დაზღვეულები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close