განათლება

საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 2021 წლის 15 სექტემბრამდე ევალებათ

0

2 000-ზე მეტი საჯარო სკოლიდან სამედიცინო კაბინეტი 603-ს აქვს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიღებიდან, ეტალონმა გაავრცელა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 2021 წლის 15 სექტემბრამდე ევალებათ; ყველა სხვა დანარჩენს კი – 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

საქართველოში სულ 128 საჯარო სკოლაა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

„ამ ეტაპზე 603 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, ამასთან აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კაბინეტებით აღჭურვილ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა სხვადასხვაა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ, რეგიონების მიხედვით, რამდენ სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი:

  • თბილისი – 154 საჯარო სკოლა;
  • აჭარა – 37 საჯარო სკოლა;
  • გურია – 25 საჯარო სკოლა;
  • იმერეთი – 82 საჯარო სკოლა;
  • კახეთი – 60 საჯარო სკოლა;
  • ქვემო ქართლი – 58 საჯარო სკოლა;
  • შიდა ქართლი – 40 საჯარო სკოლა;
  • სამცხე ჯავახეთი – 45 საჯარო სკოლა;
  • მცხეთა-მთიანეთი – 24 საჯარო სკოლა;
  • რაჭა ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი – 16 საჯარო სკოლა;
  • სამეგრელო/ზემო სვანეთი – 62 საჯარო სკოლა.

603 სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და მისი მოწყობა მალე ყველა სკოლისთვის სავალდებულო იქნება, განათლების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული არც შესაბამისი წესი და არც ერთიანი სტანდარტი, რომელსაც სკოლაში დასაქმებული ექიმი უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული სტანდარტის მოსამზადებლად კანონის მიხედვით, სამინისტროს ვადა აგვისტომდე აქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close