საზოგადოება

სკოლის მოსწავლეებს 19 დეკემბერის მამის დღედ დაწესება სურთ

0

უქმე დღეების ჩამონათვალს, შესაძლოა კიდევ ერთი შეემატოს. 19 დეკემბრის – მამის დღედ დაწესება, სკოლის მოსწავლეების ინიციატივაა.  

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაარეგისტრირეს. მათი იდეაა, რომ მამის მიმართ მადლიერება გამოხატონ და ყოველწლიურად აღნიშნონ, ისევე, როგორც ეს დედების დღეს, 3 მარტს ხდება:

„მოგეხსენებათ, საქართველოში აღინიშნება დედის დღე – 3 მარტი და ეს თარიღი უქმედ არის გამოცხადებული. ჩვენი მიზანია, დაწესდეს, ასევე, მამის დღეც, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამების პატივსაცემად. გვსურს, ამით მადლიერება გამოვხატოთ მეორე მშობლის მიმართ, რომელიც არანაკლებ ზრუნავს შვილისთვის“.

რაც შეეხება თარიღს, მიხეილ ჯავახიშვილის მიერ შვილისთვის მიწერილი წერილის გამო აირჩიეს, რომელიც მწერალმა ქალიშვილს 19 დეკემბერს გაუგზავნა.

„მიგვაჩნია, რომ მამის დღე იყოს 19 დეკემბერს, როდესაც გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა, პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, თავის ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც ის აძლევს მას ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს. მოცემული წერილი გამსჭვალულია დიდი სიყვარულითა და სწორი მსოფლმხედველობით.

ამიტომ გვსურს 19 დეკემბერი გამოცხადდეს მამის დღედ და იყოს უქმე“, – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

როგორც მოსწავლეები განმარტებაში წერენ, დღეისთვის საქართველოში მამის დღედ (19 ივნისი) ამერიკული დღესასწაულია გადმოტანილი და მათი სურვილია ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close