გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ სოფლის განვითარეის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე, აგროდაზღვევის პროექტზე და მის მნიშვნელობაზე, ასევე რთველი 2021-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალ რეგულაციებზე ისაუბრეს.

” ლაშა შალამბერიძემ აუდიტორიას იმ პროექტების შესახებ  მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის, აგრარული წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით  ხორციელდება და იგეგმება.

📌შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე, ასევე რთველი 2021-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალ რეგულაციებზე”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგჭკორი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის გურჯაანის სამმართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟურნალისტი/სალომე გრძელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close