თელავითვითმმართველობა

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 2021 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე შეხვედრა გამართეს

0

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა  ირაკლი შიოშვილმა   და  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ,  საზოგადოებას  გასული წლის ანგარიში წარუდგინეს  და 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ორგანიზებით, სასტუმრო ,,მოსმიერში” გაიმართა.

,,გასული წლის ანგარიში, წესების სრული დაცვით რამდენიმე თვის წინ განვათავსეთ მერიის ოფიციალურ  გვერდზე. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ფართო საზოგადოებისთვის პირადად არ წარმიდგენია, დღეს არაჩვეულიბრივი შესაძლობელობა გვქონდა. შეკრებულ საზოგადოებას, ვფიქრობ, ამომწურავად მივაწოდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობის მასშტაბური პროექტი და ა.შ”, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

შეხვედრას  თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები დაესწრნენ.

EECMD-ის ორგანიზებით გამართული  აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მასში თელავის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.

ჟურნალისტი/სალომე გრძელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close