თვითმმართველობალაგოდეხი

ჯონდო მდივნიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს  ლაშა შალამბერიძეს შეხვდა

0

საინფორმაციო შეხვედრა შედგა  მთავრობის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს და მერის წარმომადგენლებს შორის.  ლაშა შალამბერიძემ შეხვედრაზე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, ფერმერები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, სამინისტროს მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე.

ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრაზე, ასევე, რთველის დროს რიგების მართვის ელექტრონულ პროგრამაზე ისაუბრეს.

” ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „რთველი 2021“-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხსა და ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე კონტროლი გამკაცრდება. ამასთან, დაგეგმილია რთველის ჩატარება ვენახების კადასტრის პროგრამის მონაცემების საფუძველზე და ყურძნის ჩაბარების დროს არსებული რიგების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვა; განხილული იქნა, როგორც დარგობრივი საკითხები, ასევე, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჟურნალისტი/სალომე გრძელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close