ეკონომიკასაზოგადოება

რომელი მიმართულებები ფინანსდება 100%-ით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით

0

მიუხედავად კატეგორიებისა, სახელმწიფოსგან 100%-ით ნაზღაურდება შემდეგი მიმართულებები:

მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვებისა და მოზარდების გადაუდებელი სტაციონალური სერვისი, ახალშობილი ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.

როგორ ფინანსდება ბავშვების გეგმური ქირურგია 0-დან 6 წლამდე ბავშვებში, სადაც გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტია 15 ათასი ლარი.

ონკოქირურგიულ და კარდიოქირურგიულ ოპერაციებს სახელმწიფო 100-ით ფარავს. სხვა ქირურგიული ოპერაციები პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 80%-ით ფინანსდება.

6-დან 18 წლამდე პირები (ლიმიტი 15 ათასი ლარი)

ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-ით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება. სხვა ქირურგიული ოპერაციების ხარჯები 70%-ით იფარება.

ახლა ბავშვთა ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის ანაზღაურების სისტემა, რომელიც ასევე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამითაა გათვალისწინებული:

ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ყველა ბავშვს 100%-ით სახელმწიფო უფინანსებს.

ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის 23 ათასი ლარია.

ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის 20 ათასი ლარია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close