კულტურამთავარი ამბები

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ძეგლისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატორი და წარმდგენია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ქართული გალობა, მრავალხმიან მუსიკალურ ფოლკლორთან ერთად, ქართველთა მიერ აღიარებულია, როგორც ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო; იგი უნიკალური ტრადიციაა, რომელშიც ორგანულად არის შერწყმული ეროვნული მრავალხმიანი აზროვნებისა და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ესთეტიკური პრინციპები. ქართული გალობა ერთი მხრივ, ეროვნული, საქართველოში წარმოშობილი და განვითარებული ტრადიციაა, ხოლო, მეორე მხრივ – მასში განსაკუთრებით ჩანს ქართული კულტურის ერთიანობა ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსთან. მეცნიერთა ვარაუდით, საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიანობა ყველაზე უწინ საქართველოში ჩამოყალიბდა, X-XI საუკუნეებში განვითარების კლასიკურ ეტაპს მიაღწია, ხოლო XII-XIII საუკუნეებში, მთლიან ქართულ კულტურასთან ერთად, რენესანსული მსოფლმხედველობით განიმსჭვალა. შესაბამისად, ქართული საგალობელი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროს კულტურული საგანძურია.

ქართული ტრადიციული საეკლესიო მუსიკისათვის/ქართული გალობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს ქართულ გალობასთან დაკავშირებული კულტურული ფენომენისა და ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული გალობის სწავლა-გადაცემის ხელშეწყობას, ცოცხალ პროცესში შესრულების აუცილებლობის პოზიციონირებას, ამ უნიკალური პოლიფონიური ხელოვნების ახალგაზრდებში პოპულარიზებას, საზოგადოების და სამეცნიერო წრეების მეტად დაინტერესებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close