მთავარი ამბები

თელავის სადროშოს ნორჩმა ჩოხოსნებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ძვირფასი ქვებითა და ბისერებით შემკობილი ხატები შესწირეს

0
დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემობრძანებას აღნიშნავს.

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,  ნორჩმა ჩოხოსნებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს შესწირეს, თელაველი თვითნასწავლი ხელოვანის, მარიამ ჩოთალიშვილის, ძვირფასი ქვებითა და ბისერებით შემკობილი ხატები.

,,დეკანოზმა დავით ჭვრიტიძემ აკურთხა ხატები, გადაიხადა პარაკლისი, დალოცა ჩვენი ნორჩი ჩოხოსნები, ამ უკეთილშობილესი საქმისათვის.
მე, როგორც ნორჩი ჩოხოსნების ხელმძღვანელი, ბედნიერი ვარ რომ ჩვენი პატარები ბავშვობიდან სწორი და უფლისაკენ მიმავალი, ჭეშმარიტი, გზით იზრდებიან.გფარავდეთ წმინდა ნინო და დედა ღვთისმშობელი.”-წერია,საპატრიარქოს ჩოხოსანთა თელავის სადროშოს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close