მთავარი ამბები

გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს

0

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.ამის შესახებ ამის შესახებ ვრცელდება.

„შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close