ეკონომიკამთავარი ამბები

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ბავშვებისთვის

0

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები ბავშვებისთვის:

0-დან 5 წლამდე ბავშვებში სახელმწიფოს მიერ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 100%-ით ფინანსდება.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა პაციენტებისთვის უფასოა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100%-ით სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება.

450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნუსხითაა განსაზღვრული – 80%-ით, ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა – 80%-ით.

6-17 წლის ასაკის პირები:

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება პაციენტებისთვის უფასოა.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.

ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს; 450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნუსხითაა განსაზღვრული – 100%-ით, ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა – 70%-ით, ინფექციური დაავადების მართვა 80%-ით ფინანსდება.

საყურადღებოა, რომ მიუხედავად მომსახურების კატეგორიებისა, 100%-ით სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება:

1. მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვებისა და მოზარდების გადაუდებელი სტაციონარული სერვისი;

2. ნეონატალური ასაკის ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ლიმიტი 15 000 ლარია, ამბულატორიული მომსახურებისთვის კი ლიმიტი არ არის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close