თვითმმართველობაკულტურალაგოდეხი

მუზეუმის საერთაშორისო დღეს  ლაგოდეხიც შეუერთდა

მუზეუმის საერთაშორისო დღეს  ლაგოდეხიც შეუერთდა

0

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე,  მუზეუმის საერთაშორისო დღე, 22 მაისს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა.

როგორც ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრმა ” მთავარ ამბებს კახეთიდან” აცნობა,
კვირეულს ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმიც შეუერთდა და დამთვალიერებელს მუზეუმების აღდგენაზე და გარდასახვაზე ვიდეო შესთავაზა.

”  მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლიდან ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ყოველ წლიურად, საბჭოს მიერ ირჩევა აქტუალური თემა, რის მიხედვითაც მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებს ფართო საზოგადოების ჩართულობით

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს მუზეუმის საერთაშორისო დღე 22 მაისს ონლაინ ფორმატში განხორციელდა.
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი უერთდება კვირეულს და დამთვალიერებელს სთავაზობს ვიდეოს თემაზე ;მუზეუმების აღდგენა და გარდასახვა;.
თემას სრულად პასუხობს განახლებული ინტერიერითა და ექსპოზიციებით წარმოდგენილი ლაგოეხის ისტორიული მუზეუმი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

   ჟურნალისტი / სალომე გრძელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close