თვითმმართველობაკულტურალაგოდეხისპორტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროექტი ” დალაშქრე ” დაიწყო

0

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, პროექტ  “დალაშქრეს “ფარგლებში, მონაწილეებმა მაჭის ციხე დალაშქრეს. როგორც ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება,

პროექტი გრძელდება და ახალგზარდები იმ ისტორიულ ძეგლებს მოინახულებენ, რაზეც არჩევანს შეაჩერებენ.
ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პროექტში მონაწილეობა, რეგისტრაციის გავლით, ნებისმიერ,
12-დან 17 წლამდე პირს შეეძლება.

”  ლაგოდეხის მაჭის ციხესიმაგრე აიგო IX საუკუნეში მდინარე მაჭისწყლის (ახლანდელი მაწიმისწყალი) ხევში. მაჭი იყო კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. შემორჩენილია ნანგრევები კედლების, კოშკ-ბურჯების, წყალსაცავის, ხაროებისა და ეკლესია, რომელიც გასულ წლებში რესტავრირდა.

👌 პროექტი გრძელდება და ეტაპობრივად #დავლაშქრავთ ახალგაზრდების მიერ შერჩეულ ისტორიულ ძეგლებს.

✅ მათ კი ვინც ეხლა შემოგვიერთდით და სურვილი გაქვთ #გაილაშქროთ ჩვენთან ერთად, ხართ 1️⃣2️⃣დან 1️⃣7️⃣წლამდე ახალგაზრდა, გიყვართ ლაშქრობა🧗‍♂️🧗‍♀️, ისტორია📚, (არ გეზარებათ ფეხით სიარული😉) ვისაც გინდათ #დალაშქროთ ისტორიული ძეგლები და თან საინტერესოდ გაატაროთ ერთი დღე, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და შეავსეთ ყველა ველი.

მე-4️⃣ ველში ჩამოთვლილი #დასალაშქრი ადგილებიდან, ერთ მოსწავლეს შეუძლია მონიშნოს სასურველი ერთი ან ორი ლოკაცია სადაც #გაილაშქრებდა. (მაჭის ციხის გარდა, რადგან უკვე გავილაშქრეთ)

მე-5️⃣ ველში კი შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი შემოთავაზება, თუ სად ისურვებდით #ლაშქრობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

✴ დღის განმავლობაში #დალაშქრავთ  ისტორიულ ძეგლს, ადგილზე მოისმენთ მუზეუმის განყოფილების ხელმძღვანელის, არქეოლოგ, დავით ყვავაძის ლექციას. ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მომუშავე სპეციალისტები შემოგთავაზებენ სხვადასხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე :

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUgm_Pdaj171KuMOmeCoHrfVURTNONDFYQ1E4U0RCUUk0RUlLWVU4MzFGRy4u

დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს ლაგოდეხის კულტურის, სპორტის და ახალგზარდობის საქმეთა განვითარების ცენტრი, ინდივიდუალურად დაუკავშირდება.

   ჟურნალისტი / სალომე გრძელიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close