გურჯაანითვითმმართველობამთავარი ამბებისპორტი

გურჯაანში სპარდაკიადაში გამარჯვებული სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი გახდა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარდაკიადის გამარჯვებული კალათბურთში სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდია, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,
მეორე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი, ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

” კალათბურთში სპარტაკიადის ჩემპიონს ახაშნის საჯარო სკოლის გუნდს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.

გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 – ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ექვს სახეობაში – ჭადრაკში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში იმართება”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close