თვითმმართველობამთავარი ამბებიყვარელი

13 მაისს ყვარელში ამერიკულ სივრცეს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი გახსნის

0

 13 მაისს ყვარელში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი  ამერიკულ სივრცეს ყვარლის ევროკლუბში გახსნის.

ამერიკული თარო არის 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილი საქართველოში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. ამერიკული სივრცე მკითხველებს აწვდის ინფორმაციასა და სთავაზობს მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, რაც ეხმარება ადგილბრივ თემს ამერიკის  კულტურისა და პოლიტიკის შესწავლაში და ინგლისური ენის სწავლაში. ასევე ვაწვდით ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების შესახებ შეერთებულ შტატებში. ევროკლუბი ახლა უკვე აერთიანებს ევროკავშირის პროექტს „ევროკლუბსა“ და ამერიკის პროექტს „ამერიკულ სივრცეს“.

ევროკლუბი გახლავთ ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ყვარელში 2019 წლის ნოემბერში დაფუძნდა ევროკავშირის მიერ. ევროკლუბის მთავარი მისია არის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდებში და მათთვის არაფორმალური განათლების მიწოდების უზრუნველყოფა, სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება.

აქ თავს უყრიან მოქალაქეებს ყვარლიდან და სთავაზობენ მათ ღია სივრცეს დისკუსიებისთვისა და თემატური ვორქშოფებისა და სემინარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედია წიგნიერება, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასა და ღირებულებებზე და ა.შ. ევროკლუბში გვაქვს მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, როგორც ქართული ისე ინგლისურენოვანი.

ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის 1-ლი საჯარო სკოლის ეზოში, “ევროპულ ბაღში”.

16:00 საათზე კი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაღში, ელჩი ქართულ-ამერიკული მეგობრობის ვარდების ხეივანს გახსნის.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close