განათლებასაზოგადოება

უქმე დღეებში როგორც საკლასო, ასევე ონლაინ სწავლება დაუშვებელია

0

კერძო სკოლებს უქმე დღეებში სწავლების უფლება არ ექნებათ. როგორც  განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, კერძო სკოლებისთვის უქმე დღეებში არც დასწრებითი სწავლება იქნება ნებადართული და და არც ონლაინ სწავლება.

თუ, ზოგადად, კერძო სკოლებს უფლება აქვთ, არდადეგები თავად განსაზღვრონ, ამ შემთხვევში ისინი ვალდებულნი არიან მთავრობის დადგენილებას დაექვემდებარონ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

უქმე დღეები ეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს. 30 აპრილიდან 13 მაისამდე სწავლა წყდება სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close