განათლებამთავარი ამბები

მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება თუ ის ზედიზედ 45 დღეს სკოლას გააცდენს – ცვლილება ძალაშია

0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მოსწავლეს სტატუსი შეუწყდება თუ იგი ზედიზედ 90 დღის ნაცვლად, 45 სასწავლო დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სკოლაში ან არ ჩაერთვება დისტანციურ სწავლებაში.

მიხეილ ჩხენკელის ბრძანება უკვე ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას.

აქამდე არსებული ბრძანებით, მოსწავლეს სტატუსი უჩერდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 90 სასწავლო დღის განმავლობაში არ გამოცხადდებოდა სკოლაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close