ეკონომიკასაზოგადოება

როგორ მივიღოთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურება

0

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამით მომსახურება 3 მილიონამდე ადამიანმა მიიღო. ბენეფიციარებისთვის ყველა პროგრამა, დაფინანსების კუთხით, ინდივიდუალურია.

როოგორ უნდა დარეგისტრირდეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაიღებად:

  • პროგრამით მოსარგებელს, თავისუფალი არჩევნის საფუძველზე, შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში, რისთვისაც საჭიროა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვნის ან შშმ პირის რეგისტრაციის შემთხვევაში, ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარადგინოს წარმომადგენლობისა და ბენეფიციარის პირადობის დამდასტურებელი საბუთები.
  • ამბულატორიის წარმომადგენელი, კანონმდებლობის შესაბამისად, ავსებს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხმობის ფორმას, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს პროგრამით მოსარგებლის ან წარმომადგენლის მიერ.
  • საყურადღებოა, რომ სამედიცინო მიმწოდებლის შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. დაუშვებელია, რომ პროგრამით მოსარგებლე პირი ერთდროულად რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში (პჯდ);
  • რეგისტრირებულ პირს შეუძლია, მიიღოს გეგმური ამბულატორიული პაკეტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, თანაგადახდით ან მის გარეშე.
  • თანაგადახდის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარის მიმდინარე სტატუსზე, ხოლო მომსახურების ნუსხა განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close