საზოგადოება

კახეთში კორონავირუსის კიდევ 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0

კახეთის რეგიონში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 668-მდე გაიზარდა. ეპიდსტატისტიკა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: თელავი -210, დედოფლისწყარო -21 გურჯაანი- 151, სიღნაღი -55, ყვარელი -91, ლაგოდეხი – 60, ახმეტა -37 და საგარეჯო -43. ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 484 მოქალაქე, მათ შორის 435 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 2 საკარანტინო ზონაში და 47 იმყოფება კოვიდკლინიკაში.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსი დაამარცხა 153- მა მოქალაქემ, ხოლო 2 გარდაცვალების ფაქტი გამოვლინდა.

გუშინ რეგიონის მასშტაბით ეპიდემიოლოგებმა 367 ნიმუში აიღეს, რომელთა პასუხები ცნობილი დღის განმავლობაში გახდება. თვითიზოლაციაში 1167 ადამიანი, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში კი 144 მოქალაქე რჩება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close