საზოგადოება

კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0

ბოლო რამდენიმე საათში კახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

mak.ge-ის ინფორმაციით, ახმეტაში ვირუსი პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლებს დაუდასტურდათ, თელავში კორონავირუსი აღმოაჩნდა სოფელ ვანთის სკოლის პედაგოგს. ასევე, ინფიცირებულთგან ერთი ბავშვია დადასტურებული კონტაქტით და საკოლმეურნეო ბაზარის თანამშრომელი.

საგარეჯოში გამოვლენილი 18 ახალი შემთხვევიდან 17 პირი თოხლიაურის ღვინის ქარხნის თანამშრომელია. მას შემდეგ რაც ქარხნის 5 თანამშრომელს დაუდგინდა ინფიცირება, 62 პირი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს; 45 თანამშრომელს კი ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

სიღნაღში ინფიცირებულია „კრედო ბანკის“ 2 თანამშრომელი, ხოლო ლაგოდეხში – 6 მოქალაქე, მათ შორის სალონის სტილისტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. ვირუსიდაუდასტურდა სასაზღვრო დეპარტამენტის შტაბის უფროს. რომლის ინფიცირების წყარო ცნობილია. იგი თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 1167 მოქალაქე რჩება, 410 ადამიანის ნიმუშის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close