დღეს, 9 მაისს– მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.
საქართველოდან ომში 700 000-მდე ადამიანი წავიდა, რომელთაგან ნახევარი სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდა სამშობლოში.
1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადებით, მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. 9 მაისი კი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სიმამაცისა და თავისუფლებისადმი ბრძოლის სიმბოლოდ დარჩა ისტორიაში.
დღეს, ლაგოდეხში, გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანთა ოჯახის წევრებმა ყვავილებით შეიმკეს და პატივი მიაგეს მათ, ვინც გამარჯვებისთვის სიცოცხლე გასწირა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით:
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ჩაერიცხათ 2 000 ლარი;
ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებს – 1 000 ლარი.