Home დღის ამბები ეკონომიკა 8 თვეში საქართველოს გაზის მოხმარება1.86 მილიარდი კუბური მეტრია

8 თვეში საქართველოს გაზის მოხმარება1.86 მილიარდი კუბური მეტრია

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში გაზის მოხმარებამ 1.86 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.5 მილიარდი კუბური მეტრი იყო.

შესაბამისად, ქვეყანაში გაზის მოხმარება წლიურად 23.2%-ით გაიზარდა. 1.86 მილიარდი კუბური მეტრიდან 375 მლნ კუბური მეტრი თბოელექტროსადგურებმა მოიხმარეს.