გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი სამკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ- ერთი მეზობელი სახლში შევიდა, რა დროსაც პენსიონერი გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.