2022 წლის აპრილში საქართველოში ხელფასის სახით ანაზღაურება 898,000-მა ადამიანმა აიღო, რაც წინა წელთან შედარებით 27,500 დასაქმებულით, ანუ 3%-ით მეტია. ამ მოქალაქეებზე გაცემულმა ჯამურმა ანაზღაურებამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა ნახევარზე მეტს – 453 ათას პირს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, რაც “ხელზე აღებულ” 1000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. 1,200 ლარზე მაღალი ხელფასი კი 445 ათას ადამიანს აქვს, მათ შორის 6,000 ლარზე მაღალი ანაზღაურება 34,400 ადამიანს აქვს, რაც საქართველოს მოსახლეობის 1%, ხოლო დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 4%-ია.