კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 41,062 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების 2022 წლის მეორე კვარტლის ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკმა“ მიიღო – 10 586 896 ლარი. ხუთეულში არიან „თიბისი ბანკი“, „კრედო ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „ბაზის ბანკი“. სანქცირებულ „ვითიბის“ ამ შემთხვევაში შემოსავალი არ უფიქსირდება, ასევე ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი არ მიუღია „იშ ბანკ საქართველოს“.
საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავლით, ტოპ-5 ბანკის ჩამონათვალი ასეთია:
„საქართველოს ბანკი“ – 10 586 896 ლარი
„კრედო ბანკი“ – 10 054 103 ლარი
„თიბისი ბანკი“ – 8 616 553 ლარი
„ლიბერთი ბანკი“ – 5 906 430 ლარი
„ბაზის ბანკი“ – 2 103 751 ლარი
რაც შეეხება სხვა ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება: „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 1,231 მლნ ლარი; „ტერა ბანკი“ – 1,220 მლნ ლარი; „ქართუ ბანკი“ – 658 ათასი ლარი; „პროკრედიტ ბანკი“ – 280,2 ათასი ლარი; „პაშა ბანკი“ – 264,5 ათასი ლარი; „ზირაათ ბანკი“ – 104,8 ათასი ლარი და „სილქ როუდ ბანკი“ – 35,1 ათასი ლარი.
ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 14 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებული ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.