სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული სასურსათო საქონლის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა რძე და რძის პროდუქტები, შაქარი, ხახვი, ბრინჯი და კარტოფილი.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 72 503 600 აშშ დოლარის რძე და რძის პროდუქტები; 50 346 500 დოლარის – შაქარი; 12 413 300 დოლარის – ხახვი, 6 741 100 აშშ დოლარის ბრინჯი და 2 439 400 დოლარის კარტოფილი შემოვიდა.
მათ შორის, რძისა და რძის პროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს: უკრაინა, საიდანაც 18 794 500 აშშ დოლარის რძის პროდუქტების იმპორტი გახნორციელდა; მას მოსდევს საფრანგეთი – 9 802 400 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა რუსეთი, საიდანაც 6 609 700 დოლრის რძე და რძის პროდუქტები შემოვიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ბელორუსი და გერმანია იკავებენ, შესაბამისად, 5 937 800 და 5 912 100 დოლარით.