საქართველოს მასშტაბით, უძრავი ქონების ტრანზაქციები 2022 წლის 1-ელ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 15 483 ტრანზაქცია დაფიქსირდა. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, წლიურად 8%-ით არის გაზრდილი და 1კვ.მ.-ზე საშუალო გასაყიდი ფასი 756 აშშ დოლარს შეადგენს.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ასევე საუბარია, თუ რომელ ქალაქებში გაიზარდა ტრანზაქციები ყველაზე მეტად. ჩამონათვალში ლიდერობს ზუგდიდი, სადაც უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 123%-ით არის გაზრდილი.
საქართველოს ქალაქების ჩამონათვალი, სადაც უძრავი ქონების ტრანზაქციები ყველაზე მეტად არის გაზრდილი, ასე გამოიყურება:
ზუგდიდი – 123%;
ქობულეთი – 59%;
ბათუმი – 33%;
თელავი – 30%;
თბილისი – 22%.