საქართველოდან მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ნაყინისა და ყინულის სხვა სახეობების შესაძენად 1.6 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად სხვადასხვა ქვეყნიდან 384 ტონა ნაყინის იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნაყინის იმპორტის ღერებულება და მოცულობები გასული წლის ამავე პერიოდების მაჩვენებელს აღემატება (2021 წლის 5 თვე – 1.2 მლნ დოლარი, 318 ტონა; 2020 წლის 5 თვე – 393 ათასი დოლარი, 127 ტონა; 2019 წლის 5 თვე – 1.1 მლნ დოლარი, 260 ტონა).
ამ პერიოდში საქართველომ ნაყინი სულ 8 ქვეყნიდან შემოიტანა და ყველაზე დიდი მოცულობით საქონლის იმპორტი კი რუსეთიდან განხორციელდა. ნაყინის საიმპორტო ბაზრების რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი – 532 ათასი დოლარი, 90 ტონა;
2. თურქეთი – 517 ათასი დოლარი, 128 ტონა;
3. უკრაინა – 243 ათასი დოლარი, 77 ტონა;
4. საფრანგეთი – 236 ათასი დოლარი, 54 ტონა;
5. სომხეთი – 70 ათასი დოლარი, 26 ტონა;
6. ბელარუსი – 17 ათასი დოლარი, 5 ტონა;
7. გერმანია – 15 ათასი დოლარი, 1 ტონა;
8. ნიდერლანდები – 3 ათასი დოლარი, 0.3 ტონა.
რაც შეეხება ნაყინის ექსპორტს, ამ მხრივ ქვეყანას დაბალი მაჩვენებელი აქვს. მიმდინარე წლის 5 თვეში სულ 191 ათასი დოლარის 25 ტონა ნაყინის რეალიზაცია მოხდა. საექსპორტო ბაზრები კი ისრაელი (97 ათასი დოლარი, 15 ტონა) და სომხეთი (93 ათასი დოლარი, 9 ტონა) იყო.