2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ ტოპ-5 დარგში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი;
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 ლარი;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 963.5 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900 ლარი;
მშენებლობა – 1 870.6 ლარი.
ხოლო შედარებით დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ ტოპ-5 დარგში:
განათლება – 895.4 ლარი;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 916.2 ლარი;
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 933.2 ლარი;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 034.5 ლარი;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 045.5 ლარი.