ახმეტაში მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მენეჯერების და აღმზრდელებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ტრენინგის თემა- ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის მენეჯმენტი და ადმინისტრირება იყო, რომელსაც საბავშვო ბაღების მხარდამჭერი ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ბურძენიძე უძღვებოდა.