აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, 80 ხმით, პარლამენტმა გელა სამხარაული აირჩია.
გელა სამხარაული კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ თანამდებობაზე გელა სამხარაულმა ნინო წილოსანი შეცვალა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან განაგრძობს.