4 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი მოსამართლეები საჯარო ლექციას ჩაატარებენ.
ლექციის თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, ქართულ- ამერიკული გამოცდილების გაზიარებაა.
მართლმსაჯულების ამერიკელი წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, მხოლოდ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან.
ლექცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით ტარდება.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.
უნივერსიტეტის I კორპუსი, მცირე დარბაზი.
დასაწყისი 10:30 სთ.