ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში, 14:00 საათზე (მის: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქუჩა #1) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
4 დეკემბერს, 11:00 საათიდან საქართველოს კლინიკების ყვარლის ჰოსპიტალში (ქ. ყვარელი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #3) ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი სკრინინგ აქციას გამართავს.
ყვარლის მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში შეძლებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული გამოკვლევებით უფასოდ ისარგებლოს.
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხება სახელმწიფო სკრინინგის პროგრამას, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელს, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლს წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია ყვარელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრთან, ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან, საქართველოს კლინიკების ყვარლის ჰოსპიტალთან და ოჯახის ექიმებთან თანამშრომლობით ჩატარდება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 558 10 80 45