30 იანვარს გურჯაანის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, სოფლის საერთო კრება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და ადგილობრივები, გასული წლების მსგავსად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს თავად შეარჩევენ.