ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 29 აპრილს, 10:00 საათიდან, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციიღ- პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია, ამერიკული ბროლის „Alcon“-ის გამოყენებით.
მისამართი: ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა №25 (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია)