26 აპრილიდან გურჯაანის, ახმეტისა და თელავის ტექნოპარკში პროექტი ”Tech Sparks AI კახეთი” იწყება.
პროექტი მიზანად ისახავს განათლების სფეროში არსებული პრობლემების/გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტას სასკოლო გუნდების მიერ და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას განათლების მიმართულებით.
” ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ სასკოლო გუნდებს, რომლებმაც უნდა წარდგინონ ერთი 3-5 წევრიანი გუნდი, ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად.
ტრენინგების დასრულების შემდეგ ჩატარდება 1 დღიანი იდეათონი, სადაც მონაწილე სკოლის გუნდებს მოუწევთ სტარტაპ იდეებზე მუშაობა გამოცდილი მენტორების დახმარებით.
პროექტის ჩატარებას უზრუნველყოფს კომპანია Smart Digital: Education, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.