საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ვიზიტორთა , მოწინავე პოზიციებს ტრადიციულად მეზობელი ქვეყნები იკავებენ.
2024 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 287.2 ათასი, თურქეთიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.6%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (369.4 ათასი), რუსეთის ფედერაციის (312.1 ათასი) და სომხეთის (195.9 ათასი) მოქალაქეების მიერ.
მეოთხე პოზიცია საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან, რასაც მოსდევს ისრაელი, აზერბაიჯანი, ირანი და უკრაინა. ევროკავშირის ქვეყნების ჯამური ვიზიტები კი ლიდერი სამი ქვეყნის მაჩვენებელს ჩამორჩება.