Home რეგიონი ახმეტა 2024 წლის ოქტომბრის თვეში ახმეტაში დახმარება გაეწია 393 ბენეფიციარს და გაიხარჯა ...

2024 წლის ოქტომბრის თვეში ახმეტაში დახმარება გაეწია 393 ბენეფიციარს და გაიხარჯა 111 186,11 ლარი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში 2024 წლის ოქტომბრის თვეში დახმარება გაეწია 393 ბენეფიციარს და გაიხარჯა სულ 111 186,11 ლარი, კერძოდ:

-ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება, აგრეთვე, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურები დაუფინანსდა 124 ბენეფიციარს – 72 670 ლარით;

-დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური (კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის შემთხვევაში ასევე 18 წლამდე ასაკის ბავშვები), სისტემური წითელი მგლურას და გაფანტული სკლეროზის მქონე, აგრეთვე, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირებისთვის ( 19 ბენეფიციარი) დაფინანსდა 7 625 ლარის ღირებულების მედიკამენტები;

-,,განსაკუთრებულ შემთხვევებში სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის „ დასკვნის საფუძველზე დაფინანსდა 5 ბენეფიციარი -3 565 ლარით;

-პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში დაფინანსდა 5 ოჯახი – 1 100 ლარის ოდენობით;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 11 პირს დაუფინანსდა ტრანსპორტირების ხარჯი – 1 650 ლარით;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს (4 ბენეფიციარი) – დაუფინანსდა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადი – 800 ლარი;

ლოგინსმიჯაჭვული და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე 217 პირს დახმარება გაეწია – 21 700 ლარის ოდენობით;

დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება გაეწია – 5 ბენეფიციარს – 750 ლარი

95 წელს გადაცილებულ 1 ბენეფიციარზე გაიცა დახმარება – 400 ლარის ოდენობით;

აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწია 1 ბენეფიციარს – 350 ლარის ოდენობით;

პირველი ჯგუფის უსინათლოთათვის განკუთვნილი დახმარება გაიცა 1 ბენეფიციარზე – 350 ლარი;

მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთათვის გაიცა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტები – 226,11 ლარის ოდენობით;