პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებს თელავში გაეცნო.
კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.
საქართველოს მასშტაბით 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში მოქმედებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 80 000-მდე მსურველია დარეგისტრირებული.