2024 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, გმირთა სავანეს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 884 000 ლარით დაფინანსდა. მოეწყო საბავშვო, გასართობის სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სკვერი და გადმოსახედი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალს.