2024 წელს, გაიხსნა ლაგოდეხის პარკი
4 ჰექტარზე გაშენებული ლაგოდეხის პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ახალი სივრცეები.
პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი, ფანჩატურები, სპორტული მოედანი, ტექბოლის და ტენისის მაგიდები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბილიკებს და მოსასვენებელ სივრცეებს.
ასევე, მოეწყო საზოგადოებრივ საპირფარეშოები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და სივრცეები ღია კაფეებისთვის.
ლაგოდეხის პარკის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა, პროექტის ღირებულებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა.