2023 წელს საქართველოში 40 მლნ 745 ათასი დოლარის ღირებულების 10 642 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება წლიურად 18%-ით გაიზარდა, მოცულობა კი მცირედ – 2.2%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს საერთაშორისო ბაზარზე მეორეული ტანსაცმლის ღირებულება გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, ნახმარი ტანსაცმლის იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში მზარდია და წელს ღირებულების მხრივ მაქსიმუმზეა. მეორეული ტანსაცმლის ძირითადი საიმპორტო ქვეყანა საქართველოსთვის თურქეთია, რომელზეც გასულ წელს იმპორტის თითქმის ნახევარი მოდიოდა. უმსხვილესი 10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- თურქეთი – $16.8 მლნ, 4 751 ტონა;
- აშშ – $7 მლნ, 479 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო – $2.8 მლნ დოლარი, 1 004 ტონა;
- ნიდერლანდები – $2.5 მლნ, 548 ტონა;
- ბელგია – $2 მლნ, 680 ტონა;
- გერმანია – $1.2 მლნ, 286 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.2 მლნ, 442 ტონა;
- იტალია – $1.1 მლნ, 339 ტონა;
- პოლონეთი – $1 მლნ, 351 ტონა;
- ესპანეთი – $976 ათასი, 233 ტონა;
ამ ქვეყნების გარდა ნახმარი ტანსაცმელი და ნაწარმი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, იორდანიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.